2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა):მოსწავლეთა წვლილის შეტანა გარემოს დაცვის თანამედროვე
პრობლემებში.
3.
პროექტის აქტუალობა:ეკოლოგია ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
გარემო, სადაც ვცხოვრობთ, დაბინძურებულია. მომავალმა თაობამ უნდა ისწავლოს,
როგორ გაუფრთხილდეს ბუნებას.
4.
პროექტის მიზნები: 1) მოსწავლეებში
კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება;
2)
კრიტიკული აზროვნების განვითარება;
3) დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
4) მოსწავლეებში
გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
5.
მონაწილეთა ასაკი: XI კლასის მოსწავლეები.
6.
ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:კედლის გაზეთი, ბუკლეტები, სლაიდ-შოუ, ბლოგის შექმნა,
სკოლის ტერიტორიაზე შაბათობის მოწყობა.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატი, კომპიუტერი, პროექტორი, ფლომასტერები.
9.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.
მომზადება
- პროექტის თემისა და
მიზნებისგანსაზღვრა, კლასის დაყოფა ჯგუფებად.
2.
დაგეგმვა
- მასწავლებლის კონსულტაცია, ინფორმაციის მოძიებისა
და ანალიზის განსაზღვრა.
3.
კვლევა - საჭირო ინფორმაციის შეგროვება და (ინფორმაციის
გაცხრილვა).
4.
დასკვნები - დასკვნების ფორმულირება, კედლის გაზეთის გაფორმება, ბუკლეტების დამზადება, ბლოგის შექმნა და მასზე პროექტის მასალების განთავსება, სლაიდ-შოუს მომზადება, შაბათობის მოწყობა სკოლის
ტერიტორიაზე.
5.
წარდგენა - პროექტის პრეზენტაცია (დაცვა).
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: რუსული
ენა, ბიოლოგია.
ბიოლოგია -
კვლ.XI.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და
კვლევის ეტაპები.
კვლ.XI.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
ბიოლ.XI.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ეკოლოგიური
ფაქტორების მნიშვნელობა ეკოსისტემების ფორმირებისათვის და იმსჯელოს გარემოსდაცვით
პრობლემებზე.
ბიოლ.XI.10.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს
ადამიანის ყოფისათვის
მიკროორგანიზმების
სასარგებლო
და საზიანო თვისებების მნიშვნელობაზე.
რუსული ენა - უცხ.ს.VI.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი
შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის,
გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
უცხ.ს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.VI.16. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
უცხ.ს.VI.17. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას
იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.VI.18. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს
სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის
გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია ყაზარაშვილი
- რუსული ენის მასწავლებელი
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
marikakazarashvili.blogspot.com